პროექტის შესახებ

ეს შესაძლებლობა, ჩვენი და ესპანური პარტნიორი კომპანიის თანამშრომლობის შედეგია 

Play Video

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

ევროპული პარტნიორობა

პროექტი LaCasa, ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე გედევანიშვილი და კომპანიის მიერ არის წარმოდგენილი.

სწორედ ამ კომპანიამ და ესპანური დეველოპერების პარტნიორობამ მისცა ქართველ მომხმარებლებს საშუალება დაიმკვიდრონ ადგილი კოსტა დელ სოლის მუდამ მზიან სანაპიროზე.

გედევანიშილი და კომპანია დაარსდა 2013 წელს ნინო გედევანიშვილის მიერ

პროფესიონალიზმი, სანდოობა და თანმიმდევრულობა მას აქცევს ერთ ერთ წამყვან კომპანიად ქართული უძრავი ქონების ბაზარზე. 

გედევანიშვილი და კომპანიის ახალი პროექტი LACASA.GE ეს არის სიახლე ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, სიახლე ქართველი მომხმარებლისთვის, შესაძლებლობა განახორციელოს ინვესტიცია ეპანეთის ყველაზე მზიან და ოქროსფერ კოსტა დელ სოლის სანაპიროზე.

ჩვენ

ჩვენი პროექტების შემქმნაზე ესპანეთის საუკეთესო პროფესიონალები მუშაობდნენ. სწორედ ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს, რაც დაგხვდებათ ესპანეთის მზიან სანაპიროზე. თითოული აპარტემენტი ისეა დაგემარებული, რომ შესაძლებელი იყოს ხმელთაშუა ზღვის გაუმეორებელი ხედებით მაქსიმალური სიამოვნების მიღება. ჩვენი ყველა რენდერი, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ვებ-გვერდზე 100% იანი სიზუსტით მეორდება რეალურ მშენებლობაში და დიზაინში. 

მასალები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია იყენებს მშენებლობაში, აკმაყოფილებს ევროკავშირის უმკაცრეს სამშენებლო მოთხოვნებს. სტანდარტი რომელიც მშენებლობაში არის დაცული, ურყევია - არა მხოლოდ რეგულაციების გამო, არამედ ჩვენი ფილოსოფიიდან გამომდინარე. ჩვენ ვიყიდით მხოლოდ უმაღლეს ხარისხს, რათა თვითოული თქვენგანი კმაყოფილი იყოს თავისი შენაძენით.

საცხოვრებელი კომპლექსები აღჭურვილია ყველა სერვისით, რასაც შესაძლოა ელოდოთ უმაღლესი დონის სასტუმროში.  ყველა პროექტს აქვს გამწვანებული დახურული ეზო, აუზი, სპა ცენტრი და გააჩნია  პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპლექსების მართვის და მენეჯმენტის სიტემა. 

ჩვენ  დავგეგმავთ თქვენს მოგზაურობას ესპანეთის მზიან სანაპიროზე, დავგეგმავთ ინფო ტურს პროექტების გასაცნობად.  ჩვენი გუნდის საუკეთესო პროფესიონალები სრულ მხარდაჭერას აღმოგიჩენენ სასურველი აპარტამენტის შერჩევასა და შეძენაში. შეთავაზება მოიცავს არამარტო ბინის შეძენას და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ თუ საბანკო მომსახურებას, ასევე ბინის ავეჯით და აქსესურებით მოწყობას. 

ჩვენ დაგეხმარებთ გააქირავოთ თქვენი აპარტამენტი ეპანეთის ბაზარზე საუკეთესო პირობებით და გავაკეთოთ ქონების მენეჯმენტი, რაც თქვენს მიერ განხორციელებულ ინვესტიციას მომხიბლავს და ფინანსურად მომგებიანს გახდის.