გასაოცარ ქალაქში

BENALMADENA

აქ არასდროს მოიწყენთ

მოკლედ პროექტის შესახებ

ზღაპრული, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ესპანეთის მზიანი სანაპიროს შუაგულში. პრესტიჟული საცხოვრებელი ზონა მდებარეობს, სადაც ანდალუსიის მწვანე მთები უერთდება ხმელთაშუა ზღვის ზურმუხტისფერ ტალღებს. ეს მშვენიერი, დასრულებული სახლები მდებარეობს მშვიდ გარემოში, სულ რამოდენიმე წუთის სავალზე მზიანი სანაპიროდან.

კომპლექსის შესახებ

ბენალმადენას წალკოტის 133-ვე ბინისთვის მაქსიმალურად შექმნილია მშვიდი და სასიამოვნო გარემო. ულამაზესი ბაღები, მშვიდი საცხოვრებელი სივრცეები, სრულად აღჭურვილი სპორტული დარბაზი- ფიტნეს ზონა, საცურაო აუზი და მოსასვენებელი ზონა, გასტროთეკა და გასართობი სივრცე – უნიკალური შესაძლებლობა ფიზიკური და გონებრივი განტვირთვისთვის. თვითოულ ბინას მოყვება საკუთარი პარკინგი, პარკინგში დამონტაჟებული ელექტროდამტენებით.

ყოველი ბინა აღჭურვილია უახლესი მოდელის აეროთერმული ეკოლოგიური გათბობა-კონდიცირების სისტემებით. ძირითად აბაზანებში დამონტაჟებულია თერმოსტატული საშხაპე სვეტები, რომლებსაც გააჩნიათ მასაჟის და წვიმის იმიტაციის ფუნქციები. მესაკუთრის სურვილისამებრ,  დამატებით შესაძლებელია ვიდეო კონსიერჟის და ინტეგრირებული ციფრული სისტემების წინასწარი ინსტალაცია.

პროექტი ითვალისწინებს ადგილმდებარეობის პრიორიტეტულობას, საუცხოო ხედებს ყოველი აპარტამენტიდან და გარემოს ბუნებრივ სილამაზეს. მშენებლობის დროს გამოყენებული ყველა მასალა არის თანამედროვე და ინოვაციური, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის  სამშენებლო და ხარისხის მოთხოვნებს. საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა, როგორც  ნაფიქრი დიზაინით და გეგმარებით, ასევე სტრუქტურული მდგრადობით.

კომპლექსიდან მარტივად მისაღწევია ოქროს ქვიშიანი მუდამ მზიანი სანაპირო, რესტორნები, მაღაზიები, სკოლები, სპორტული ობიექტები თუმცა მიუხედავად ამისა, ბენალმადენას წალკოტი ინარჩუნებს პატარა ანდალუსიური ქალაქის შარმს.