თანამედროვე კომპლექსი

ONE RESIDENCE

თქვენი კომფორტისთვის

მოკლედ პროექტის შესახებ

One Residence- რეზორტის ტიპის, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, დაუვიწყარი ხედებით და ნაფიქრი კონცეფციით. ადგილი სადაც ხმელთაშუა ზღვის აქტიური ცხოვრების სტილი სასიამოვნოდ ერწყმის სიმშვიდეს. 

ექსკლუზიურად შენთვის შექმნილი  2 – 3 საძინებლიანი ფეშენებელურ აპარტამენტებში ყველაფერია გათვლილი კომფორტისა და დასვენებისთვის.  ტერასები საკუთარი აუზებით და სოლარიუმებით, ოქროსფერი სანაპიროს თვალწარმტაცი ხედები, რეზორტთან ინტეგრირებული გოლფის თანამედროვე მოედნები ესაა –  One Residence – ცხოვრების ახალი სტილი, თანამედროვე სიტყვა კოსტა დე სოლის სანაპიროზე. 

 

კომპლექსის შესახებ

ნაფიქრი დიზაინი, თანამედროვე სტილი და სივრცის ოპტიმალური განაწილება One Residence – ში ცხოვრებას მარტივს და სასიამოვნოს ხდის. უმაღლესი ხარისხის მასალებით გარემონტებულ აპარტამენტებში თანამედროვე ატმოსფეროს ქმნის Gunni & Trenrino-ს  სამზარეულო გარნიტური და ცენტრალური კუნძული, ჭერამდე ჩაშენებული კარედები ყველა საძინებელში და Bang & Olufsen -ის ხმის სისტემა. 

პირველი სართულის ბინებს მოყვება საკუთარი ეზო და საკუთარი აუზი, სადაც შეგიძლია მოიწყო  პირადი ოაზისი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. 

პენტჰაუზების ტერასებიდან შეგიძლია გადმოხედო განუმეორებელ Mijas და მზიან სანაპიროს. ტრასები ესაა დამატებითი საცხოვრებელი ადგილი: აუზით, გასარუჯი სივრცით. სადაც დამატებით შესაძლებელია სამზარეულოს მოწყობა და ბუხრის მონტაჟი. რეზორტი საუკეთესო ადგილია უამრავი შესაძლებლობებით, გონებრივი და ფიზიკური დასვენებისთვის. არომა ბაღების გარდა აქ თქვენ დაგხვდებათ ორი ღია საცურაო აუზი პანორამული ხედებით და დასასვენებელი სივრცეებით, თქვენს განკარგულებაში იქნება სპა ცენტრი – დახურული აუზით, თურქული ორთქლის საუნით, ჯაკუზით, საშხაპეებით და გასახდელი ოთახებით. ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერისთვს თქვენს განკარგულებაში იქნება ფიტნეს ცენტრი ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობით. 

 

სოციალური აქტივობებისთვის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა ესტუმროთ ვინოთეკას ან გასტრო ბარს, ისიამოვნოთ შვილებთან ერთად  ბავშვთა გასართობ ცენტრში ან ოჯახთან ერთად უყურო თქვენთვის საყვარელ ფილმს თქვენთვის გათვლილ კინოთეატრში.  

საქმიანი ადამიანებისთვის კომპლექსი გათვალისწიებულია შეხვედრების ოთახი ყველა საჭირო აქსერუარით. 

ყველა ბინას მოყვება ავტოსადგომი 2 ავტომანქანაზე, სივრცეში დამონტაჟებული ელექტრო დამტენებით და სათავსო

რეზორტი სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა ულამაზეს ქალაქ მარბეიადან და 20 წუთის სავალზე მალაგის საერთაშორისო აეროპორტიდან.