ჰარმონია

ONE HEIGHTS

კოსტა დელ სოლში

მოკლედ პროექტის შესახებ

ONE HEIGHTS – ეს არის ცხოვრების ახალი სტილი, თანამედროვე სიტყვა კოსტა დე სოლის სანაპიროზე. ადგილი სუნთქვის შემკვრელი ხედით ხმელთაშუა ზღვაზე და Calanova Golf- ის გამწვანებულ მოედნებზე. ONE HEIGHTS – ეს არის  რეზორტის ტიპის ბუტიკ კომპლექსი,  სადაც სიმშვიდეს თან ერწყმის ხმელთაშუა ზღვის აქტიური ცხოვრების სტილი.  

კომპლექსის შესახებ

Mijas- ის ოქროს სანაპიროს ახალი ვარსკვლავი One Heights – ექსკლუზიურად შენთვის შექმნილი 68 ფეშენებელური აპარტამენტი 2 – 3 საძინებლით, ტერასებით, აუზებით ტერასებზე, სადაც მოწყობილია გასარუჯი სივრცეები და იშლება ხმელთაშუა ზღვის თვალწარმტაცი ხედებით. პროექტი ინტეგრირებილია Calanova Golf კლუბთან, სადაც შეგიძლია ისარგებლო კლუბის წევრის ექსკლუზიური პირობებით, ისწავლო აკადემიაში და სანაპიროს მიკროკლიმატიდან გამომდინარე დაკავდე ყველაზე პრესტიჟული სპორტით მთელი წლის განმავლობაში. 

 

ყველა ბინას აქვს საუკეთესო გეგმარება და გარემონტებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით.  Porcelanosa – ს ბრენდის ჩამონტაჟებული სამზარეულო და გიგანტური ცენტრალური კუნძილი, უმაღლესი ხარისხის ქვის სამუშაო ზედაპირით,  ბინაში თანამედროვე ატმოსფეროს ქმნის. 

ყველა მთავარ საძინებელში გათვალისწინებულია ჩაშენებლი კარადები, იატაკის გათბობა და ვენტილაცია კონდენცირება. 

პირველი სართულის ბინებს მოყვება საკუთარი ეზო და საკუთარი აუზი, სადც შეგიძლია შექმნა შენი პირადი ოაზისი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. 

პენტჰაუზების ტერასებიდან შეგიძლია გადმოხედო განუმეორებელ Mijas და მზიან სანაპიროს. ტრასები ესაა დამატებითი საცხოვრებელი ადგილი: აუზით, გასარუჯი სივრცით. სადაც დამატებით შესაძლებელია სამზარეულოს მოწყობა და ბუხრის მონტაჟი. 

დახურული დაცული ტიპის კომპლექსში თქვენ დაგხვდებათ: ღია საცურაო აუზი პანორამული ხედებით, სპა ცენტრი აუზით, საუნებით, გასახდელებით და საშხაპეებით, სპორტული დარბაზი,  ბავშვთა გასართობი ცენტრი, გასთოთეკა ტერასით, ბიბლიოთეკა და არომა ბაღები. 

ყველა ბინას მოყვება ავტოსადგომი 2 ავტომანქანაზე და სათავსო. 

რეზორტი სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა ულამაზეს ქალაქ მარბეიადან და 20 წუთის სავალზე მალაგის საერთაშორისო აეროპორტიდან.