როგორია შობა – ახალი წელი კოსტა დელ სოლზე?

ყველამ ვიცით, რომ ახალი წლის ყველაზე საყვარელი ნაწილი საჩუქრების გახსნა და საახალწლო სადღესასწაულო სუფრაზე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გატარებაა, თუმცა კოსტა დელ სოლზე შობა-ახალი წელი კიდევ უფრო განსაკუთრებული და განსხვავებულია.

ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა მზის ფონზე თბილ გარემოში შობის გასატარებლად: აქ არარის აუცილებელი ჩაიცვათ თბილი სამოსი ან ისრიალოთ ყინულის მოედანზე. ნაცვლად ამისა, თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ საშობაო სიმღერა ზღვის სანაპიროზე, მიირთვათ  საშობაოსადილი ღის ცის ქვეშ მზის გულზე, და ინებივროთ აუზში ან ზღვაში მანამ, სანამ საჩუქრების გახსნის დრო მოვა.

თუ თქვენ მომავალში ესპანეთში ბინის შეძენას და საახალწლო დღეების კოსტა დელ სოლზე გატერებას გეგმავთ, ნამდვილად გასაოცარი სანახაობა გელით წინ, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.

ჩვენ მოგიყვებით ესპანეთის საშობაო ტრადიციების და ყველა იმ სადღესასწაულო თავისებურებების შესახებ, რაც განასხვავებს ესპანურ ახალ წელს ყველა სხვა ევროპული ქვეყნებისგან.

ესპანური საშობაო ტრადიციები

ევროპის უმეტეს ქვეყნებში საშობაო სადილს ტრადიციულად 25 დეკემბერს, ლანჩზე მიირთმევენ, თუმცა ესპანეთში ოჯახებიუმეტესობა საშობაო სადილს  შობის ღამეს მიირთმევს და შემდეგ ყველა ეკლესიისკენ მიეშურება. ქრისტეს შობის სცენები დიდი პოპულარობით სარგებლობსმთელ ესპანეთში დახშირად შეხვდებით მსგავს სანახაობას ქალაქის ცენტრებსა თუ ეკლესიების წინ.

რაც შეეხება ყველასთვის მნიშვნელოვან საშობაო სადილს? სხვა ტრადიციებთან ერთად საშობაო სადილიც აბსოლუტურად განსხვავებულია. თქვენ ვერ ნახავთ სუფრაზე შემწვარ ინდაურს და ბოსტნეულს! ესპანეთში, განსაკუთრებით კი სანაპირო რეგიონებში, თევზი მიიჩნევა საშობაო სადილის მთავარ კერძად, თუმცა ასევე პოპულარულია შემწვარი ცხვრის ან გოჭის ხორცი. რაც შეეხება დესერტს, შეგიძლიათ უგემრიელესი მარციპანით მორთული ნამცხვრები  და თაფლისა და ნუშის ორცხობილები დააგემოვნოთ.

ობა-ახალ წელს მთელი ქალაქი ზეიმობს და ბევრი ტურისტი თუ მაცხოვრებელი ჩართულია სპეციალურად ახალი წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

ესპანეთში საჩუქრებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ბავშვებს შესაძლოა შობის დღეს საჩუქრები მიიღონ, მაგრამ უმეტესობა მაინც 6 იანვარს ელოდება.  ეს დღესასწაული არის „Epiphany“, რომელსაც ესპანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ლეგენდის თანახმად ამ დღეს სამმა ბრძენმა მეფემ საჩუქარი გადასცა ჩვილ იესოს და, თოვლის ბაბუის ნაცვლად, ესპანელი ბავშვები თვლიან, რომ სწორედ ამ მეფეებს მოაქვთ მათთვის საჩუქრები. ისინიც თოვლის ბაბუის ნაცვლად  სწორედ ამ მეფეებს წერენ საახალწლო სურვილებს.

საშობაო აქტივობები

თბილი კლიმატის გამო, საშობაო დეკორაციები მთელს ესპანეთში გამორცეული და განსხვავებულია. მარბელაში ციმციმა გირლიანდების ნაცვლად საშობაო ყვავილებით არის მორთული ქალაქის ქუჩები და ტროტუარები. მთელი ქალაქი ჩაფლულია წითელ  ყვავილებში, რაც კიდევ უფრო ფერად და საახალწლო განწყობას ქმნის იქ მაცხოვრებლებისა და ტურისტებისთვის.

ტრადიციული საშობაო დეკორაციების კიდევ ერთ უჩვეულო და განსაცვიფრებელ მორთულობას იხილავთ ქალაქის ყველაზე ცნობილ  Plaza de Los Naranjo მოედანზე, სადაც უამრავი ფორთოხლის ხედა ციტრუსის საოცარი სურნელი ტრიალებს.       

თუ თქვენ ბავშვებთან ერთად ატარებთ ახალ წელს კოსტა დელ სოლზე,   საოცარი სანახავია სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი გასართობი სივრცე.

26 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით, მალაგას საკონფერენციო ცენტრი მასპინძლობს ბავშვებს და სთავაზობს სხვადასხვა ღონისძიებებს, როგორიცაა ცხენით სეირნობა, ყინულის მოედანი, მინიგოლფი, კლდეზე ცოცვა, ზიპლაინი,  ხელნაკეთი ნივთები, გასაბერი ატრაქციონები, ბატუტი,  თეატრი და სხვა გასართობ-შემეცნებით აქტივობებს.

სადღესასწაულო განათებები

და ბოლოს, შობა-ახალი წელი სადღესასწაულო განათებების გარეშე წარმოუდგენელია. ეს მოციმციმე შუქები ჯადოსნურ გარემოს ქმნის და იქ მყოფებს ახალი წლის მოსვლას ამცნობს.

კოსტა დელ სოლზე საუკეთესო საშობაო განათებას ქალაქ მალაგაში ნახავთ. განათება 30 ნოემბერიდან ირთვება და  600000 – მდე მოციმციმე ნათურას მოიცავს, რომელიც სხვადასხვა დროის შუალედიტ ნათდება. ეს სიმღერისა და განათების ტანდემი კი გასაოცარ მანათობელ შოუს ქმნის და მთელს ქალაქს ახალი წლის მოსვლას ამცნობს. ეს მართლაც ჯადოსნური თავგადასავალია. 

იმისთვის, რომ კიდევ უფრო ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდეთეთ, ქალაქის მთავარ მოედნებზე დამონტაჟებულია ხელოვნური თოვლის დანადგარები, რაც იმას ნიშნავს, რომ გარეთ თოვს – თქვენ კი საზაფხულო სამოსი – შორტი და მაისური გაცვიათ!

საშობაო სანთლები მალაგაში ისეთი ლამაზია, რომ ამის სანახავად ვიზიტორები ევროპის სხავდასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. თუ თქვენ ცხოვრობთ ან დროებით იმყოფებით კოსტა დელ სოლზე,  ეს სანახაობა არ უნდა გამოტოვოთ!

თუ ფიქრობთ, რომ კოსტა დელ სოლზე ბინის შეძენა საუკეთესო ინვესტიციაა, დაგვიკავშირდით და ჩვენი წარმომადგენლები დაგეხმარებიან შეარჩიოთ თქვენითვის სასურველი აპარტამენტი.

სანტას კლაუსის მსგავსად, ჩვენც არ დავიშურებთ ენერგიას და  შევეცდებით 2020 წელს გაპოვნინოთ თქვენი ოცნების სახლი ესპანეთის მზიან სანაპიროზე.