კოსტა დელ სოლ -

გადაჭიმული მალაგადან გიბრალტარის სრუტემდე, კოსტა დელ სოლი ეს არის ყველაზე თანამედროვე და ელიტარული სანაპირო ესპანეთში. ადგილი სადაც მზე 365 დღის განმავლობაში ანათებს და ზამთარში ყველაზე დაბალი საშუალო ტემპერატურა 19 გრადუსია. 

BENHAVIS - ბენაჰავის

ეს ადგილი ცნობილია თავისი რესტორნებით, მას ხშირად კოსტა დე სოლის სასადილო ოთახს უწოდებენ, ადგილი მდებარეობს მთებში, ესტეპონასთან  და მარბეიასთან ახლოს, მხოლოდ 7 კილომეტრში სანაპიროდან.  ეს ადგილი ცნობილია თავისი პრივატულობით და იზიდავს მსოფლიოს მდიდარ და ცნობილ ადამიანებს, ვისაც სიმშვიდე და განმარტოვება სურს. ეს არის სტატუს მდებარეობა ყველაზე მდიდრული დასახლებით LaZagaleta. ბენაჰავიას მიმდებარედ მდებარეობს რეგიონის მთავარი ცხრა გილფ კლუბი რომელთა, რაოდენობა ძალიან მალე თხუთმეტამდე გაიზრდება. 

DUQUESA PORT - დუქვესა პროტი 

წარმოადგენს, სანაპიროს ყველაზე ლამაზ პორტს. ეს არის საუკეთესო ადგილი ნაოსნობის მოყვარულთათვის, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს დაბის იერსახეს. ეს ადგილი ცნობილია Muscatel – ის ყურძნის ჯიშის ვენახებით და ღვინის წარმოებით. ადგილი გარშემორტყმულია გოლფის კლუბებით და გთავაზობთ უამრავ გასართობ აქტივობას. პორტის გარშემო მდებარე საუკეთესო ბარები და რესტორნები, საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის. 

BENALMADENA - ბენალმადენა

ეს ისტორიული სანაპირო ქალაქი გაყოფილია სამ ძირითად ნაწილად – Benalmadena Pueblo – თავდაპირველი ძველი დასახლება,  Benalmadena Costa – თანამედროვე ურბანული დასახლება უამრავი გასართობით, მათ შორის იახტებისთვის განკუთვნილი ნავმისადგომით და Aeeoyo de la Miel, რომელიც იყო სოფელი ორ ბენალმადენას დასახლებას შორის. მთელი ტერიტორია ჩაძირულია ისტორიაში და იგრძნობა მავრიტანული არქიტექტურის გავლენა. ბენალმადენაში მდებარეობს ბუდას ყველაზე დიდი ქანდაკება და ერთადერთი ნამდვილი ყინულის საციგურაო მოედანი კოსტა დე სოლის სანაპიროზე. 

LA CASA DE MIJAS - ლა კასა დე მიხასი

მიხასი ალბათ ერთერთია იმ მცირეოდენი ადგილებიდან, რომელსაც კვლავ აქვს ესპანური პატარა სოფლის ატმოსფერო. აქ აქვთ გასაოცარი თევზის რესტორნები და ტრადიციული მეთოდით, გრილზე მომზადებული თევზით პლაჟზე. ქალაქს აქვს საერთაშორისო და სიმდიდრის ატმოსფერო, ძველი და ახალი არქიტექტურის ნაზავით. ადგილი განსაკუთრებით უფრთხილება ისტორიულ წარსულს, აქ თქვენ შეხვდებით ძველ სათვალთვალო კოშკს, ერთ ერთს ოთხიდან, რომელიც თარიღდება 16 საუკუნით. 

MIJAS PUEBLO - მიხას პუებლო

ეს ტრადიციული ანდალუსიური სოფელი შეფენილია მთებზე და აქვს ყველაზე თვალწარმტაცი ხედები ზღვაზე და მთებზე. აქ ქუჩებში ხეტიალისას შეხვდები უამრავ გასართობს, რომელიც გაალამაზებს შენს დასვენებას. მიხას პუებლოში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე პატარა შოკოლადის ქარხანა, რითაც იქაური მაცხოვრებლები ძალიან ამაყობენ. თქვენ შეგიძლიათ თქვენით დაამზადოთ შოკოლადის ფილა და საუკეთესოდ გაერთოთ თქვენს ოჯახთან ერთად. აქ მდებარეობს კლდეში გამოკვეთილი უძველესი ეკლესია, რომელიც XII საუკუნით თარიღდება. ადგილი ცნობილია საუკეთესო რესტორნებით და მუსიკით საღამოს გართობისთვის. 

SAN PEDRO DE ALCANTARA - სან პედრო დე ალკანტარა

ყველაზე ტიპიური ესპანური ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა კოსტა დე სოლის სანაპიროზე. თუმცა უკანასკნელ წლებში აქ გაშენდა ბევრი თანამდეროვე პარკი და ჩაიდო დიდი ინვესტიცია. ქალაქი გაშენებულია ნაყოფიერ მიწაზე, რაც უდაოდ აისახება მის სამზარეულოზე. სან პედრო დე აკანტარას აქვს განიერი სანაპიროები და ახლად აშენებული სასეირნო ბულვარი. 

ESTEPONA - ესტეპონა

ხშირად ამ ადგილს კოსტა დე სოლის მთავარ ქალაქს უწოდებენ, ამ არაჩვეულებრივ ადგილს აქვს 21 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი. ეს არის ულამაზესი ადგილი, ძველი და თანამედროვე არქიტექტურის მიქსი. ესტეპონა ცნობილია ყველაზე უჩვეულო კლიმატით, აქ 325 დღე მზიანი ამინდებია. აქ მდებარეობს პროტი და უამრავი ყველაზე ცნობილი თევზის რესტორანი.  

SOTOGRANDE - სოტოგრანდე  

გადაჭიმულია 20 კილომეტრზე, და ცნობილია,  როგორც კოსტა დელ სოლის ყველაზე დიდი კერძო საკუთრებაში მდებარე დასახლება. სოტოგრანდე ცნობილია სპორტული აქტივობებით, აქ მდებარეობს ხუთი ჩემპიონატის გოლფ კლუბი და ექვსი მსოფლიო დონის პოლოს მოედანი, ასევე აქტივობები მოიცავს: ჩოგბურთს, რაგბის და ცხენოსნობას. ადგილი ცნობილია თავისი არქიტექტურით მავრიტანული სილიდან თანამედროვეობამდე, ეს არის არქიტექტურული მუზეომი. აქ არის ულამაზესი სანაპირო ზოლი და ზაფხულობით მუშაობს წყლის ტაქსი. 

FUENGIROLA - ფუენხიროლა

სახელწოდება ფუენხიროლა / Fuengirola მოდის სიტყვებიდან – Suel და შემდეგ Suhayl, სოჰაის ციხესიმაგრიდან (Sohail Castel), რომელიც აშენებულია არაბების მიერ. ამჟამად აღდგენილია და ყოველ წელიწადს მასპინძლობს განსხვავებულ და საინტერესო ფესტივალებს. 8 კილომეტრზე გადაჭიმული სანაპირო ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის.  ეს საინტერესო ადგილია ოჯახებისთვის,  უამარავ გასართობს შორის, აქ მდებარეობს –  ზოოპარკი და აკვაპარკი. აქ იპოვით რესტორნებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ეს ადგილი მასპინძლობს საერთაშორისო გამოფენებს, სადაც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა გააცნონ ტურისტებს საკუთარი სამზარეულო და გამოცდილება. 

MARBELLA - მარბეია

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მარბეია იყო პატარა სოფელი ჟასმინის ყვავილებით, სოფელი აღმოაჩინა რიკარდო სორიანომ, რომელმაც იქ ჩაიყვანა მისი მიდარი მეგობრები და დაიწყო ახალი ტურისტული ერა ქალაქის ისტორიაში. მისმა ბიძაშვილმა გახსნა მარბეია კლუბი და 1980 იანი წლებიდან ადგილი გახდა პოპულარული მსოფლიოს შეძლებულ ადამიანებს შორის, ის დღემდე იზიდავს სიმდიდრეს და ფუფუნებას. დღეს ძველი ქალაქი არის პოპულარული მდებარეობა რესტორნებისთვის, აქ არის ყურე იახტებისთვის და სკუტერებისთვის. 

PUERTO BANUS - პუერტო ბანუს

პუერტო ბანუსი არის შედარებით ახალი დასახლება. 1970 წელს ეს მიწა შეიძინა ხოსე ბანუსმა, სწორედ აქედამ  მოდის ადგილის დასახელება. მან ააშენა ფეშენებელური ნავსაყუდელი იახტებისთვის და სავაჭრო ცენტრი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდებისთვის. მას შემდეგ ეს ადგილი გახდა კოსტა დე სოლის ყველაზე დიდი გასართობი ცენტრი, ძალიან პოპულარული ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს შორის. ადგილი ცნობილია მდიდრული დიზაინერების მაღაზიებით და ძვირადღირებული მანქანებით, რომელსაც თქვენ ნახავთ ზაფხულის თვეების განმავლობაში. 

GOLDEN MILE - გოლდენ მაილ

ოთხი მილის სიგრძის სანაპირო (6,4 კმ),  რომელიც მარბეიას და პუერტო ბანუსს ერთმანეთთან აკავშირებს. აქ განთავსებულია მილიონერთა დასახლება და მრბეიას ყველაზე მდიდურლი და ფეშენებელური ვილები, მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნები და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები. ადგილი განვითარდა ტურისტული ბუმის დროს 60 იან წლებში და აქვს ზღვის და მთის გასაოცარი ხედები.