საინფორმაციო-გაცნობითი ვიზიტი კოსტა დელ სოლზე

საქართველოში პროექტებისა და დეტალების გაცნობის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთსაინფორმაციო-გაცნობითი ვიზიტი ესპანეთში უძრავი ქონების დასათვალიერებლად. ადგილზენახოთ  და შეიძინოთ თქვენი ოცნების სახლი კოსტა დელ სოლის სანაპიროზე. თქვენდაგეხმარებიან ჩვენი პარტნიორები – ესპანელი უძრავი ქონების აგენტები.

უძრავი ქონების დასათვალიერებლად განხორციელებული ვიზიტი  არის საუკეთესოშესაძლებლობა იმ  მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფიქრობენ საზღვარგარეთ ქონებისშეძენაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაინც სჭირდებათ  პროფესიონალისრეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია ყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მომხმარებლები უფრო თვითდაჯერებულად და კომფორტულადიგრძნობენ თავს მაშინ, როდესაც საკუთარი თვალით შეძლებენ დაინახონ და შეაფასონ ამულამაზეს ადგილას მდებარე საცხოვრებელი კომპლექსები. ვიზიტისას მომხმარებლებს მიეცემათშესაძლებლობა გაეცნონ კოსტა დელ სოლის სანაპიროს, შეიგრძნონ იქაური ცხოვრების სტილიდა ისიამოვნონ ესპანური სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით.  

სახლი

სახლი – ყიდულობთ მას საინვესტიციოდ, საზაფხულო თუ მუდმივ რეზიდენციად  უნდაშეესაბამებოდეს მყიდველის და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნებსა თუ სურვილებს. ამპროცესში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და უმნიშვნელოვანესია გამოცდილი უძრავიქონების აგენტის ჩართულობა. ჩვენი ესპანელი პარტნიორები მზად არიან სრულად ჩაერთონყიდვის პროცესში, გაითვალისწინონ თქვენი მოთხოვნები და უპასუხონ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.

რას უნდა ელოდოთ თქვენი მომავალი სახლის შესარჩევად დაგეგმილი ვიზიტიდან?

ვიზიტის იდეალური ხანგძლივობა 3-4 სამუშაო დღეს მოიცავს, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ   დეტალურად გაეცნოთ პროექტებს და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთთქვენი დრო ესპანეთის ულამაზეს სანაპიროზე. ვიზიტის დაგეგმვა იწყება თბილისში და  მოიცავს თქვენთან გასაუბრებას, რათა უძრავი ქონების შერჩევისას თუ დათვალიერებისას ყველა თქვენიმოთხოვნა და სურვილი იქნას გათვალისწინებული.

დღე 1

თქვენ ჩადიხართ ესპანეთში და იწყება უძრავი ქონების დასათვალიერებლად დაგეგმილი ტურიც. მალაგის ან გიბრალტარის საერთაშორისო აეროპორტში თქვენ დაგხვდებათ ჩვენი პარტნიორიკომპანიის წარმომადგენელი, რომელიც დაგეხმარებათ მშვიდად და უსაფრთხოდ დაბინავდეთთქვენს მიერ წინასწარ დაჯავშნილ სასტუმროში.  

დასვენებისა და გარემოს გაცნობის შემდეგ, დაგეგმილია შეხვედრა თქვენს გაყიდვებისმენეჯერთან შემდეგი დღეების განრიგის განსახილველად.

გასათვალისწინებელია, რომ ფრენის გრაფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია აუცილებელიგახდეს ტურის დაწყება ჩასვლის დღეს ან მომდევნო დღეს – რაც მოგცემთ შესაძლებლობასგაეცნოთ ადგილობრივ სანაპიროს და ქალაქს. 

დღე 2

უგემრიელესი ესპანური საუზმის შემდეგ, თქვენ ხვდებით თქვენს უძრავი ქონების აგენტს და იწყება საქმიანი მოლაპარაკებების პირველი დღე. დღის განმავლობაში თქვენ ნახავთ 3-5 პროექტს. დათვალიერების პროცესში, თქვენი გაყიდვების მენეჯერი გაგაცნობთ სანაპიროსდამახასიათებელ დეტალებს და უპასუხებს ყველა თქვენს შეკითხვას. დღის ბოლოს,   დაახლოებით 17:30 საათზე ბრუნდებით სასტუმროში, სადაც გაქვთ საშუალება ისიამოვნოთ ესპანური საღამოთი და  მშვიდად გაიაზროთ დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია.

დღე 3

მესამე დღის პირველ ნახევარში, თქვენ უკვე გექნებათ წარმოდგენა სანაპიროს უპირატესობებისშესახებ და აუცილებლად გექნებათ შერჩეული უძრავი ქონების  სასურველი ვარიანტები. დღისგანმავლობაში თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა მთელი ყურადღება დაუთმოთ იმ პროექტებს, რომლებმაც ყველაზე მეტად მოგხიბლათ და კიდევ უფრო დეტალურად განიხილოთ შერჩეული ვარიანტები. 

ჩვენი რეკომენდაციაა, მესამე დღეს შეხვდეთ დამოუკიდებელ იურისტს და იპოთეკური სესხისბროკერს. ეს შეხვედრა საშუალებას მოგცემთ კარგად გაიაზროთ ყიდვის პროცედურები დამიიღოთ პასუხი ყველა თქვენს შეკითხვაზე. თქვენი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ კომპანიასშეუძლია წინასწარ დაგიგეგმოთ შეხვედრა იურისტთან და საჭიროების შემთხვევაში  ბროკერთან.

დღე 4

მეოთხე დღეს, თქვენ გექნებათ სრული სურათი, თუ რომელ პროექტებს   ანიჭებთ უპირატესობას და რომელი მათგანია თქვენი არჩევანი – ოცნების სახლი. ბოლო დღე შეგიძლიათმთლიანად გამოიყენოთ ყიდვამდე  განსახორციელებელი აუცილებელი  პროცედურებისთვის.

დაგვიკავშირდით დღესვე, გაიგეთ მეტი პროექტების შესახებ და დაგეგმეთ ვიზიტი ესპანეთში ოცნების სახლის შესაძენად.